Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტორ გოქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.
დაამთავრა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში 1891 წელს.
გარდა ქართულისა, სასწავლებელში ყველა საგანს რუსულ ენაზე სწავლობდა. სასწავლებელშივე გადაწყვიტა მასწავლებლობა და ამ დროიდან დაიწყო მოღვაწეობა სამასწავლებლო ასპარეზზე, რასაც ამასთანავე ერთვოდა პოლიტიკური აქტიურობა, მიმართული მეფის წეს-წყობილების წინააღმდეგ. ის მეგობრობდა დავით კლდიაშვილთან და სილოვან ხუნდაძესთან, ასევე იცნობდა და პირადად შეხვედრია ილია ჭავჭავაძეს. 1908 წლიდან ნესტორი მისსავე უბნის, საფიჩხიის ბავშვთა მდგომარეობას სწავლობდა და გამოარკვია, რომ 200-ზე მეტი სასკოლო ასაკის ბავშვი სკოლაში ძირითადად სიღარიბის გამო არ სწავლობდა. ამ ბავშვებს ქალაქის სასწავლებელში გზა დახურული ჰქონდათ, რადგან სწავლის ფული დიდ ტვირთად აწვებოდა ოჯახებს, ასე მიიღო გადაწყვეტილება მიემართა მთავრობისათვის - ქალაქის გუბერნატორის და განათლების ინსპექტორისათვის. ნესტორმა მკაფიოდ გამოკვეთა ამ უბნის განათლების პრობლემა და მიაღწია იმას, რომ დართეს ნება გახსნილიყო ერთკლასიანი სკოლა და მასწავლებლის ჯამაგირი 78 მანეთი აეღოთ იმ თანხიდან, რაც სწავლის საფასურის სახით შემოვიდოდა. 1908 წლის სექტემბრიდან ნესტორ გოქაძემ თავისსავე სახლში გახსნა ორკლასიანი სკოლა, რომელიც შემდეგ გააფართოვა და საბოლოოდ კი სახაზინო სახსრების უკმარისობის და გუბერნატორის უარის გამო უბნის მცხოვრებლებთან ერთად საკუთარი სახსრებით შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც საკუთარი ძალებით დაიწყო სკოლის მშენებლობა. სკოლის მშენებლობის დროს მუშახელი ბავშვების მშობლები იყვნენ, მუშაობდნენ უსასყიდლოდ და შემდეგ სწავლის ქირისაგან გათავისუფლდებოდნენ. ნესტორის თაოსნობით აგებული ორკლასიანი სკოლის შენობა გაიხსნა 1910 წლის 1 იანვარს. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით კეთილმოეწყო სკოლის ეზო, გაკეთდა ქვის ყორე, ჭიშკარი, გაიჭრა გზა სხვა ქუჩიდან სკოლამდე, გაკეთდა საპირფარეშოები, ხეხილიანი ეზო და საბოლოოდ, 1917 წელს, სკოლა მთლიანად გადავიდა ქალაქის ხარჯზე. საფიჩხიის ოთხკლასიანი სასწავლებელი მეტად საჭირო აღმოჩნდა ამ უბნის ღარიბი ხალხისათვის, სკოლის როგორც პირველი, ასევე მომდევნო თაობების მრავალი ყოფილი მოსწავლე დიდი კმაყოფილებით იგონებდა ნესტორს და მის სკოლას, იხსენებდა იქაურ სასწავლო პროცესს, რომელიც მათივე მტკიცებით საფუძვლიანი იყო, ხოლო დისციპლინა და წესრიგი სანიმუშო. სკოლას ქუთაისელები "გოქაძის სკოლას" ეძახდნენ და ეს სახელი მას დღემდე შემორჩა. ქუთაისის, საფიჩხიას III დაწყებითი სასწავლებლის დამაარსებელი. ნესტორ გოქაძის პირადი არქივი ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
წყარო: უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.com; kutaisisskola22.blogspot.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |