The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ მხეიძე

გრიგოლ მხეიძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1906
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1982  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1925 წელს, გრიგოლ მხეიძე იმავე წელს მოეწყო სარატოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1930 წელს; დონის როსტოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში; ქუთაისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა რაჭის მაზრაში დაწყებით და გლეხთა ახალგაზრდობის სკოლაში მასწავლებლად; 1936 წელს ჩაირიცხა ქალაქ დონის როსტოვში სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, იგი აქტიურად იყო ჩაბმული სტუდენტთა სამედიცინო წრეებში; მე-4 კურსის სტუდენტმა შეიმუშავა ორიგინალური პორტატული "პოტენის აპარატი" პლევრის არედან სითხის გამოსაღებად; სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ თერაპიული კათედრის გამგის, პროფესორ ბორის კოგანის შუამდგომლობით დატოვებულ იქნა ორდინატორად შინაგან სნეულებათა კლინიკაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ვანის რაიონში ექიმად. 1941 წლის ბოლოს გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში და გაიგზავნა ბელორუსიის პირველ ფრონტზე, სადაც დაინიშნა სანიტარიული მატარებლის მთავარ ექიმად. ომის დროს მის მიერ შემუშავებულმა ხელოვნურმა სუნთქვის აპარატმა მრავალი მებრძოლის სიცოცხლე იხსნა (აპარატი ქუთაისის მედიცინის ისტორიის მუზეუმში ინახება). სამამულო ომის დამთავრებას გრიგოლ მხეიძე ვარშავაში შეხვდა. დემობილიზაციის შემდეგ ქუთაისში დაბრუნდა, მუშაობდა ბავშვთა №1 პოლიკლინიკაში ექიმად. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გრიგოლ მხეიძე მონაწილეობდა ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იყო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი, პრესაში აქვეყნებდა წერილებს სამედიცინო თემებსა და ღვაწლმოსილ ექიმებზე (სამსონ თოფურია, გიორგი ბადრიძე, კლიმენტი იოსელიანი, ივანე სხირტლაძე), მათ შესახებ გამოსცა მონოგრაფიები.  1950-1960 წლებში ლექციებს კითხულობდა სამედიცინო ტექნიკუმში, ხოლო 1952-1955 წლებში სასკოლო ჰიგიენის კურსს უკითხავდა ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებს. 1960 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა მედიცინის ისტორიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც გრიგოლ მხეიძე ათეული წელი უძღვებოდა, შემდეგ მისივე ხელმძღვანელობით ამ საზოგადოებისა და 1 საავადმყოფოს ბაზაზე შეიქმნა ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1961 წელს ქუთაისის კულტურის სახლში თამაზ მესხის რეჟისორობით დაიდგა გრიგოლ მხეიძის პიესა "მიუხედავად ადგილისა",  რომელიც შალვა დადიანმა დადებითად შეაფასა. გრიგოლ მხეიძემ შექმნა სამკურნალო, მადის მომგვრელი სასმელი ლიმონათი "საბავშვო," რომელსაც 1966 წელს მოსკოვის საკავშირო სადეგუსტაციო საბჭომ უმაღლესი ხარისხი მიანიჭა. გრიგოლ მხეიძე შეყვანილია ს. საყვარელიძის წიგნში "საქართველოს მედიკოსები დიდ სამამულო ომში" , ჯ. გაბუნიას "გახსენებაში" და გ. სანიკიძის "ექიმები ჯარისკაცის ფარაჯაში." მის სახელზე გაკეთებულია მემორიალური დაფა.
წყარო: უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: