შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონის სოფელი ციხისძირი. დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით; ბათუმის ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვრის სპეციალობით და ქალაქ თბილისის N36 პროფესიულ სწავლებათა ტექნიკუმი (მზაქსოვილის ხარისხის კონტროლო). ავტორია წიგნებისა: "ცოდვილთა თეატრონი" (2005), "დამსხვრეული კერპები" (1997), მისი ლექსები შეტანილია ახალგაზრდა შემოქმედთა ერთობლივ პოეტურ კრებულში ("ძოწისფერი გვირილები", 1987). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ხელვაჩაურის რაიონულ გაზეთში კორექტორად, თამბაქოს ფაბრიკაში მხატვრად, ხელვაჩაურის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში - დრამატული წრის ხელმძღვანელად, ქალაქ ბათუმის კერამიკული საამქროს მხატვრად. ამჟამად ქართულ-ფრანგული სკოლის პედაგოგია. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.60; ჟურნალი "აფინაჟი": apinazhi.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |