შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეროძე რუთა![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. ბავშვობაში ერთხანს ოჯახით მაღაროსკარში ცხოვრობდა, სადაც მისი ქართულის მასწავლებელი იყო პოეტი ბაჩანა რაზიკაშვილი; ახალგაზრდობის წლებში დაახლოებული იყო ლადო ასათიანთან და მის მეგობრებთან. 1943 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისში გამომავალი გაზეთების რედაქციებში მუშაობდა; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1934 წელს გაზეთ "რიონჰესის დამკვრელში"; გამოცემული აქვს ათზე მეტი წიგნი, მათ შორის ლექსების კრებულები: "პირველი ფრენა" (1961), "პატარა ჩანჩქერი" (1969), "ლერწმის სალამური" (1976), "მზის მონოლოგი" (1979) და სხვა; მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა საქალაქო და რესპუბლიკურ პრესაში; ავტორია რამდენიმე პიესისა, რომელთაგან ლირიკული პიესა "ახირებული" ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა, ოთხი კი - ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.61 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |