The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი მახარაძე

აკაკი მახარაძე
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:მწერალი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მახალაკიძეები, შუახევის რაიონი.

დაამთავრა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის რესპუბლიკური სპეციალიზებული სკოლა (კადეტთა კორპუსი, ქ. თბილისი, 1980); ფ. ძერჟინსკის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი სასაზღვრო - სამეთაურო სასწავლებელი 1984 წელს; რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემია 1994 წელს (ქ. მოსკოვი).

მსახურობდა: საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში (ქ. ახალციხე, ქ. ბათუმი, 1984-1999); საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში (ქ. ბათუმი, 1999 - 2005, სხვადასხვა თანამდებობაზე); ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას: იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის უფროსი მასწავლებელი (2000-2005), ბათუმის სამედიცინო - ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორი (2011); ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მასწავლებელი (2009 -2011), თბილისის ვახტანგ გორგასლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მასწავლებელი (2010-2011), იურისტი. გამოცემული აქვს რომანები - "ტრეფიკინგის მსხვერპლი" (2014), "უთქმელი ანდერძი" (2014) და მოთხრობები "ერთი ანდერძის ექო". დაჯილდოებულია მრავალი მედლით, დიპლომით, სიგელითა და საიუბილეო სამკერდე ნიშნითმინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.62; აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "მარეთის" გამგეობა, თავმჯდომარე
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2018-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: