Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ნიკურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 2000 წელს; დოქტორანტურა ფილოლოგიის განხრით. 2000 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მოწვეულ მასწავლებლად; 2012 წელს დოროთეა პარკელის ფსევდონიმით გამოსცა პირველი ლექსების კრებული "Carpe Diem". იმავე წელს რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ "ჭოროხში". 2013 წელს გამოიცა ჰაიკუების კრებული "51 ჰაიკუ", რომელიც თაი ჰოკიარას ფსევდონიმითაა ცნობილი; 2013 წელს დააარსა "დოროთეა პარკელის სახელობის საქველმოქმედო ფონდი", რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს; 2016 წელს კიდევ რამდენიმე ჰაიკუ დაიბეჭდა აჭარის ლიტერატურულ ჟურნალ "ჭოროხში"; 2016 წელს მოთხრობა "სამი მარწყვი" გამოქვეყნდა კრებულში "ინგას უბანი"; 2017 წელს ჟურნალ "ჭოროხში" დაიბეჭდა პატარა რომანი "ციგრიტი", რომელიც 2018 წელს ცალკე წიგნად გამოიცა. ამავე წელს ეს რომანი ინგლისურად ითარგმნა. დოქტორი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.63; ეკვილიბრიუმი: facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |