The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ბიბილაშვილი

ზაზა ბიბილაშვილი
დაბადების თარიღი:1972  (53 წლის)
კატეგორია:მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, გორის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალიტიკის ფაკულტეტი 1994 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პრესის კორესპონდენტად, რედაქტორად, სამხედრო ჟურნალისტად, სატირულ-იუმორისტული ტელეპროგრამების ავტორი, რედაქტორი და სცენარისტი; მისი ლექსები, მოთხრობები და წერილები ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1985 წლიდან; ავტორია პოეტური, პროზაული და ესეისტური კრებულებისა: "ნუ მესიზმრები, რაა!" (მერანი, 1999), "ჩემი მდოგვის მარცვალი" (ინტელექტი, 2009) და ერთი პროზაული კრებული – "კონგო ანუ ზაირი" (ინტელექტი, 2014), "ფაზლი" (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა, 2018). კინოსცენარისტი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.65; არმური: armuri.georgianforum.comyoutube.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - წინანდლის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: