The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ორბელი

იოსებ ორბელი
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1887
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 1961  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1904 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზია და იმავე წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე კლასიკური ფილოლოგიის განხრით. პარალელურად გაიარა აღმოსავლური ენების სრული კურსი (ქართული, სომხური, ირანული).

1920 წლიდან ი. ორბელი მოღვაწეობდა სახელმწიფო ერმიტაჟში, სადაც შექმნა აღმოსავლეთის განყოფილება. 1934-1951 წლებში იყო ერმიტაჟის დირექტორი. 1955–1960წწ.  იყო ლენინგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის დეკანი; 1956‑1961წწ. წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აზიის ხალხთა ინსტიტუტის ლენინგრადის ფილიალის დირექტორი. არჩეული იყო ლონდონის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად. სომხური წარმოშობის ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე, სამხრეთ კავკასიის შუა საუკუნეების ისტორიის მკვლევარი.  1943–1947წწ. სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი. იოსებ ორბელის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალა დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დაინტერესებული იყო რუსთველოლოგიით და რუსთაველის შემოქმედებას აღმოსავლეთისა და კავკასიის ხალხთა კულტურის ისტორიასთან მჭიდრო კავშირში განიხილავდა. 

წყარო: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი: manuscript.ge; უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.comსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ირანის მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1935-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: