შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1960 წელს; ასპირანტურა 1968 წელს. 1960-1962წწ. მუშაობდა თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1962-1964წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის ასისტენტი; 1964 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ტექნიკური ელექტრონიკის კათედრაზე: 1971-1987წწ. დოცენტი; 1978-2006წწ. ასოცირებული პროფესორი; 1980-1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკისა და ელექტროტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; 1989-2006წწ. ტექნიკური ელექტრონიკის კათედრის გამგე; 2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრომექანიკისა და ელექტროტექნიკის დეპარტამენტის სრული პროფესორის თანამდებობაზე. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 6 სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს, აგრეთვე მრავალი მეთოდური ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია სსრკ უმაღლესი და საშუალო განათლების სამინისტროს სამლერდე ნიშნით "წარჩინებული მოღვაწეობისათვის". ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2007). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 102 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |