The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან გოგაბერიშვილი

ლევან გოგაბერიშვილი
Other name:გორვანელი  (Pseudonym)
Date of birth:1 August, 1995  (29 years)
Category:Poet, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა გორა, ვანის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 2018 წელს; იქვე გაიარა სამაგისტრო პროგრამა და 2020 წლის ივლისში მიენიჭა ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2014 წელს საზოგადოებრივ-კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო და მეგობრებთან ერთად დააფუძნა პოეზიის ჯგუფი "ედელვაისი", რომელშიც 5 წევრი შედიოდა; ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ განვითარებაში; 2014-2017წწ. გამართა პოეზიის არაერთი საღამო; არის 9 საუნივერსიტეტო და 14 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 58 სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატიის ავტორი, მათ შორის: "ცვლადები" (ფილოსოფიური ესსე, 2019), "მუსიკის დაბადება ტრაგედიის წიაღში" (ფილოსოფიური ესსე, 2019, ცალკეული ტექსტი), "ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი" (სამეცნიერო კრიტიკა, 2019, ცალკეული ტექსტი), "დაკარგული კლასიკა" (ლიტერატურული კრიტიკა, 2019, ცალკეული ტექსტი), "ავტორის დაბადება" (ფილოსოფიური ესსე, 2018, ცალკეული ტექსტი), "წმინდა საშოს კრიტიკა" (პოემა, 2018, ცალკეული ტექსტი), "ფრენსის ფუკუიამა, როგორც ფუტურისტული მარაზმის ეკლექტიკურად იზომორფულობის ფუძემდებელი თვითრეალიზაციის ეთიკაში" (სამეცნიერო კრიტიკა, 2017, ცალკეული ტექსტი), "სოფიზმით გაპირობებული ჯონ დიუის ინსტრუმენტალიზმი პითაგორიზმით გაპირობებული ფრანგული სტრუქტურალიზმის კვალდაკვალ" (სამეცნიერო კრიტიკა, 2016, ცალკეული ტექსტი), "პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები" (სამეცნიერო კრიტიკა, 2016, ცალკეული ტექსტი), "სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში" (ფილოსოფიური კრიტიკა, 2020, ცალკეული ტექსტი); 2016 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული "არსებობის ეიდოსი"; იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში; 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ორი წიგნი: წერილების, ესეებისა და მეცნიერული კვლევების კრებული - "ატარაქსია" და მოთხრობების კრებული - "ფაიუმის პორტრეტი", ამავე წლის დასაწყისში, დააფუძნა მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი "აფინაჟი" და მისი მთავარი რედაქტორია (ჟურნალი "აფინაჟი" საქართველოს მასშტაბით პირველი რეგიონალური ჟურნალია, რომელიც კულტურის სამინისტროსაგან იქნა დაფინასებული /2020 წლის თებერვალი/ 2021 წლის აგვისტო/ 2022 წლის აპრილი/ 2023 წლის მაისი/ და რომელიც ავტორებზე გასცემს ჰონორარს); ეწევა სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობას; არის 42 ცალკეული წიგნის შემდგენელ-რედაქტორი; ცხოვრობს ქუთაისში. არტკრიტიკოსი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.96-97

Member of Organizations

  • საზოგადოება "ქუთაისელი", წევრი (2017-)
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (2019-)

Awards and Honors

  • 2023 - გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია
  • 2019 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
    ბოლო დროს გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის და გაზეთი "უქიმერიონის" წინსვლაში შეტანილი წვლილისათვის გაზეთის დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით

Bibliography

  • ატარაქსია : წერილები, ესეები, მეცნიერული კვლევები (Author). - თბილისი, კალმოსანი, 2018. - 100გვ.. - ISBN: 9789941962288
  • ფაიუმის პორტრეტი : მოთხრობები (Author). - თბილისი, კალმოსანი, 2018. - 68გვ.. - ISBN: 9789941962271
  • არსებობის ეიდოსი : ლექსები (Author). - თბილისი, შპს "ხომლი ენ" სტამბა, 2016. - 132გვ.. - ISBN: 9789941948961

Share: