The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ბრეუსი

შალვა ბრეუსი
Date of birth:1 November, 1957  (67 years)
Category:Businessmen, Economist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1981 წელს, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1989 წელს.

1982-1989წწ. სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1989-1991წწ. საბჭოურ-ავსტრიული ერთობლივი საწარმო "ტეკონის" მოსკოვის ფილიალის დირექტორის მოადგილე კომერციულ საქმიანობაში; 1991-1992წწ. საბჭოურ-გერმანული ერთობლივი საწარმოს – "მარკეტინგი – XXI" (ქ. მოსკოვი) – გენერალური დირექტორი; 1992-1993წწ. - სააქციო საზოგადოება "ტრასტის" (ქ. მოსკოვი) გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციულ საქმიანობაში; 1993-1994წწ.– ინდივიდუალური კერძო დაწესებულება "ბიაროს" (ქ. მოსკოვი) პრეზიდენტი; 1994-1995წწ. – მოსკოვის დამოუკიდებელი სამაუწყებლო კორპორაცია "ტვ-6 მოსკვას" პროგრამების წამყვანი; 1995-1998წწ. – ღია ტიპის სააქციო საზოგადოება "ომპექსის" კონსულტანტი (მოსკოვი) საინვესტიციო საქმიანობის საკითხებში; 1998-1999 წწ. – კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის მოადგილე; რფ-ის მთავრობასთან არსებული კრასნოიარკის მხარის ადმინისტრაციის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე; 2000-2003წწ. რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე; 2003 წლიდან ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი "ვოლგას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; გამომცემელი, ჟურნალ "АртХроника"-ს დამფუძნებელი. მხატვარ ვასილი კანდინსკის სახელობის რუსეთის ყოველწლიური ეროვნული ჯილდოს "თანამედროვე ხელოვნების სფეროში" დამფუძნებელი (2007), ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატი.

წყარო: მსოფლიოს წარმატებული ადამიანები - საერთაშორისო ოფიციალური საიტი: best-people.infoweb.archive.org

Member of Organizations

  • კულტურის საერთასორისო ფონდი "БРЕУС ФОНДЭЙШН", პრეზიდენტი
  • კულტურის ფონდი "АртХроника", დამაარსებელი, თავმჯდომარე (2006-)

Share: