შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1981 წელს; ქუთაისის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო სასწავლებელი 1996 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქუთაისის პედინსტიტუტის ადგილობრივი რადიოს ხელმძღვანელად და მოსამზადებელი განყოფილების მდივნად, ქართული ბიბლიის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტად, გელათის სასულიერო აკადემიისა და ქუთაისის საქალაქო რადიოს რელიგიურ გადაცემათა ხელმძღვანელად; 1998 წლიდან ლექციებს კითხულობს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში; იყო ჟურნალისტიკისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ამჟამად არის პრორექტორის თანაშემწე. გამოცემული აქვს წიგნები: "ვინ არის ილიას განდეგილი?" (1999), "უქმსიტყვაობა – საცდური კაცთა" (2005), "გონიერი დედაკაცი უფლისგან არის" (2007), დაუჯდომელი საგალობელი "ყოვლისა სოფლისა სალხინებელი" ( 2015), ლექსების კრებული ტაო-კლარჯეთზე – "ჩემს ტკივილს ხანძთა ჰქვია სახელად" (2014, 2018), საბავშვო ლექსები "ნიკუშას ლექსები" (2014, 2017, 2018), პოეტური კრებული "სიჩუმის ბინადარი" (2018). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 68
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |