The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იმედო გაბისონია

იმედო გაბისონია
დაბადების თარიღი:1946
გარდაცვ. თარიღი:2012  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კურზუ, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქუთაისში, აქტიურად იყო ჩართული ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. შემდეგ მოღვაწეობა მარტვილში განაგრძო; მისი ლექსები იბეჭდებოდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთების "ჭყონდიდისა" და "მარტვილის" რედაქციებთან; ავტორია პოეტური კრებულებისა :"თენდება ისევ" (1979 ), "ვყიდი სიცოცხლეს" (2002) და სხვ. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა სრული კრებული "ლექსები" (2013) და "პუბლიცისტური წერილები" (2014).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 73

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: