Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი. წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის რუსთაველის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დირექტორის მოადგილედ. აფხაზეთის ომის შემდეგ (1996) იგი იძულებული გახდა მოსკოვში გადასახლებულიყო, სადაც ქართულ სათვისტომოს დაუახლოვდა და მის ლიტერატურულ-კულტურულ საქმიანობაში ჩაება, იქვე გამოსცა ორტომეული: "ზარები ნიჟარაში" და "ფოთოლცვენის ლანდები"; 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში; სულ გამოცემული აქვს 15 პოეტური კრებული; 2012-2013წწ. მან გამოსცა ოთხტომეული "ცისა და მიწის ოთხი ხეივანი" ("ვარდფურცლობის დღესასწაული", "კივიან სამრეკლოს ზარები", "ფერიცვალების ველი", "სიშორის ფესვები"), რომელიც ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიით აღინიშნა; ასევე, მკითხველისთვის ხელმისაწვდომია დავით გაბუნიას მიერ თარგმნილი კლასიკური პოეზიის ნიმუშები (გოეთე, ბაირონი, შელი, ქითსი, უიტმენი, ლორკა, ესენინი); კრებული 2017 წელს გამოსცა გამომცემლობა "უნივერსალმა"; სხვა საგულისხმო ნიშნებთან თუ ღირებულებებთან ერთად, მისი ლექსები გამოირჩევა განსაკუთრებული სისადავით; ავტორი ახერხებს, დაანახოს მკითხველს, თუ რამდენად გულწრფელია ყველა ის ემოცია, რომელიც მოაქვს მის სტრიქონებს და რადგან ყველაფერი ცრემლებამდე ნამდვილია, პოეზია აუცილებლად ისაკუთრებს თავის წილ სივრცეს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.74; მწერლის გაზეთი №4: (dspace.nplg.gov.ge); ჩამავალი მზის მელოდიები : პოეზია. წიგნი 1, მზერათმავედრებელი / დავით გაბუნია: (dspace.nplg.gov.ge) Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |