შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი. წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის რუსთაველის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დირექტორის მოადგილედ. აფხაზეთის ომის შემდეგ (1996) იგი იძულებული გახდა მოსკოვში გადასახლებულიყო, სადაც ქართულ სათვისტომოს დაუახლოვდა და მის ლიტერატურულ-კულტურულ საქმიანობაში ჩაება, იქვე გამოსცა ორტომეული: "ზარები ნიჟარაში" და "ფოთოლცვენის ლანდები"; 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში; სულ გამოცემული აქვს 15 პოეტური კრებული; 2012-2013წწ. მან გამოსცა ოთხტომეული "ცისა და მიწის ოთხი ხეივანი" ("ვარდფურცლობის დღესასწაული", "კივიან სამრეკლოს ზარები", "ფერიცვალების ველი", "სიშორის ფესვები"), რომელიც ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიით აღინიშნა; ასევე, მკითხველისთვის ხელმისაწვდომია დავით გაბუნიას მიერ თარგმნილი კლასიკური პოეზიის ნიმუშები (გოეთე, ბაირონი, შელი, ქითსი, უიტმენი, ლორკა, ესენინი); კრებული 2017 წელს გამოსცა გამომცემლობა "უნივერსალმა"; სხვა საგულისხმო ნიშნებთან თუ ღირებულებებთან ერთად, მისი ლექსები გამოირჩევა განსაკუთრებული სისადავით; ავტორი ახერხებს, დაანახოს მკითხველს, თუ რამდენად გულწრფელია ყველა ის ემოცია, რომელიც მოაქვს მის სტრიქონებს და რადგან ყველაფერი ცრემლებამდე ნამდვილია, პოეზია აუცილებლად ისაკუთრებს თავის წილ სივრცეს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.74; მწერლის გაზეთი №4: (dspace.nplg.gov.ge); ჩამავალი მზის მელოდიები : პოეზია. წიგნი 1, მზერათმავედრებელი / დავით გაბუნია: (dspace.nplg.gov.ge) ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |