Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ კასრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. გორის სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს დააარსა მომღერალთა გუნდი, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარულთა წრეს. 1885 წელს ერევნის პედაგოგიურ სასწავლებელში გაამწესეს გალობის მასწავლებლად, სადაც 1918 წლამდე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში იგი აქტიურად აცნობდა სომხურ საზოგადოებას ქართულ კულტურას, მართავდა საღამო-კონცერტებს და ავრცელებდა ქართულ გამოცემებს. 1918 წლიდან მუშაობდა გალობის მასწავლებლად გორის საოსტატო სემინარიასა და პედაგოგიურ სასწავლებელში, იყო ასევე საქართველოს მთავარი საარქივო სამმართველოს რწმუნებული. გორის მიწისძვრის დროს განადგურებისაგან გადაარჩინა სასულიერო სემინარიის დიდძალი ქონება და საარქივო მასალა. გორის განათლების განყოფილებისა და საქართველოს განათლების სახელმწიფო კომიტეტისაგან სამჯერ იყო დაჯილდოებული. 1935 წელს საქართველოს კპ (ბ) გორის რაიონულმა კომიტეტმა სიმონ კასრძეს პედაგოგიური და საზოგადო მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.589
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |