შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა გასვიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 2008-2015წწ. არის ქუთაისის 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალის I კატეგორიის ბიბლიოთეკარი; 2015 წლიდან ქუთაისის მე-16 ბაგა-ბაღის გამგე; პირველი ლექსი გამოაქვეყნა საქალაქო გაზეთ "ქუთაისში"; შემდგომ იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში (ჟურნალები: "განთიადი", "მნათობი", "ლიტერატურული გაზეთი" და სხვ.) 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად ქუთაისში დააფუძნა ხელოვანთა კავშირი "მარიოტა", რომლის პრეზიდენტია 2001 წლიდან; იყო ამ კავშირის სალიტერატურო ჟურნალის "ი/ა" რედაქტორი; ავტორია პოეტური კრებულებისა: "მებოძირი" (2006) და "რაც მზის წინ იყო" (2017); არის საბავშვო ლექსების კრებულის "ლილე" თანაავტორი და რედაქტორი, 1980-1990-იანი წლების ქუთაისის ლიტერატურული თაობების ანთოლოგიის თანაშემდგენელი და რედაქტორი; თარგმნილი აქვს მილან კუნდერას, ხორსე ლუის ბორხესის, ვლადიმერ ნაბოკოვისა და სხვათა ნაწარმოებები, რომლებიც დაბეჭდილია ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. არის ლიტერატურული კონკურსის "ჭადრის ოქროსფერი ფოთოლის" ლაურეატი (2015), 2019 - ლიტერატურული კონკურსის "ჭადრის ოქროსფერი ფოთოლის" მე-3 ადგილის მფლობელი (2019). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.79-80; პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტომატიანე; ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |