The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ალავიძე

ალექსანდრე ალავიძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
დაკრძალვის ადგილი:პოლონეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

I მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ყუბის 155-ე ქვეით პოლკში (პოდპორუჩიკი, პორუჩიკი, შემდეგ შტაბს-კაპიტანი). ორჯერ დაიჭრა; პოლონეთის არმიაში სამსახური ალექსანდრე ალავიძემ 1922 წელს დაიწყო. იგი თავიდან საავტომობილო ნაწილებში მსახურობდა. 1929-1930 წლებში ალექსანდრე ალავიძე ქალაქ ლოძში, მე-4 საავტომობილო დივიზიაში მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომში მისი მონაწილეობის მცირე დეტალებია შემორჩენილი. იგი პოლონეთში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული. კაპიტანი, მაიორი.

წყარო: ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი.-თბ.,2008.-გვ.151

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბათით)
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბათით)
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)

გააზიარე: