The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიცა აბაშიძე

ნიცა აბაშიძე
Other name:ნინო აბაშიძე
Date of birth:1913
Date of death:1980  (at 67 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იყო ავჭალის საექიმო უბნის გამგე, ხოლო 1941 წლიდან თბილისის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. რვა წლის შემდეგ იგი აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. 1969 წლიდან იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ლაბორანტი და ექიმ-ლაბორანტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. მისი ინიციატივით მთელ საქართველოში გაიხსნა  ცენტრალური კლინიკური ლაბორატორიები.  ნიცა აბაშიძე ასწავლიდა სამედიცინო ტექნიკუმში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. მან უდიდესი როლი შეასრულა ქართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში. 

წყარო: ჟურნალი "ავერსი": aversi.ge



Share: