Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი ორმოცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეთიკა-ესთეტიკის სპეციალობით 1982 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქალაქ ბათუმის N1 საშუალო სკოლაში (ახლანდელი N2) პიონერხელმძღვანელად, ბათუმის უნივერსიტეტთან არსებულ აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, კითხულობდა სალექციო კურსს ბათუმის სამედიცინო კოლეჯში (ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ეთიკასა და ესთეტიკაში). 1990 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის N1 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2004-2009 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის მოადგილე; ლექსების ბეჭვდა ადრეულ ასაკში დაიწყო ჟურნალ "დილასა" და გაზეთ "ნორჩი ლენინელში". 20 წლის ასაკიდან მისი ნოველები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალებში: "მნათობი", "ცისკარი", "ჭოროხი". ავტორია ორი წიგნისა : "ჩემი პატარა ანგელოზი" (ნოველების კრებული, 1993) და "გიყვარდეთ" (ეთიკურ-ფსიქოლოგიური ხასიათის მოთხრობები). წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.65 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |