Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ხონელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ასპრანტურა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში, საქართველოს უზენაეს საბჭოში, საქართველოს პროფსაბჭოში-დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს პროფკავშირების პირველ არჩეულ თავმჯდომარედ. იყო დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის პოლიტიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. 1996-2009წწ. დსთ-ში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, დსთ-სა ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორი (2017), სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო დარგობრივი სამეცნიერო აკადემიების საპატიო წევრი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: მშვიდობის ქართული პარადიგმა : საუნივერსიტეტო დიპლომატია, საქართველოს არჩევანი = Georgian paradigm of peace : University diplomacy, choice of Georgia = Грузинская парадигма мира : Университетская дипломатия, выбор Грузии - თბილისი, 2021; განათლების სახლი: iheduge.blogspot.com; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 190 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |