The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ხონელიძე

ზურაბ ხონელიძე
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ასპრანტურა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროში, საქართველოს უზენაეს საბჭოში, საქართველოს პროფსაბჭოში-დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს პროფკავშირების პირველ არჩეულ თავმჯდომარედ. იყო დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის პოლიტიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. 1996-2009წწ. დსთ-ში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, დსთ-სა ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორი (2017), სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო დარგობრივი სამეცნიერო აკადემიების საპატიო წევრი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: მშვიდობის ქართული პარადიგმა : საუნივერსიტეტო დიპლომატია, საქართველოს არჩევანი = Georgian paradigm of peace : University diplomacy, choice of Georgia = Грузинская парадигма мира : Университетская дипломатия, выбор Грузии - თბილისი, 2021; განათლების სახლი: iheduge.blogspot.com დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 190

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: