The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია სალვარიძე

მზია სალვარიძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1977  (48 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1999 წელს.

2001-2007 წლებში მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ კოლეჯში, ისტორიის მასწავლებლად. 2007 წლის შემდეგ ეწევა ბიზნეს-საქმიანობას. მიღებული აქვს გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსის სიგელები პროზაული ნაწარმოებებისთვის - "გეიშა" (2001) და "სისხლის ყივილი" (2010); დიპლომი აჭარულ დიალექტზე დაწერილი პროზაული ნაწარმოებისათვის "სასელა" (2012). იბეჭდება ადგილობრივ და რესპუბლიურ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.67

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: