Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რენა სარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამკერვალო მრეწველობის ინჟინერ-ტექნოლოგიური ფკულტეტი. 1961 წელს აირჩიეს საქართელოს ალკკ ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად, 1962 წელს კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, 1965 წელს კი პირველ მდივნად; შემდეგ მუშაობდა პარტიის ხელვაჩაურის რაიონის პირველ მდივნად, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად (1978); არჩეულ იყო მე-7, მე-8, მე-9 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მისი თაოსნობით ბათუმში გაიხსნა ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ცენტრი, რომლის უცვლელი პრეზიდენტი იყო 26 წლის განმავლობაში; იგი, ასევე, ერთ-ერთი დამფუძნებელია ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციისა "სოროპტომისტ ინტერნაციონალისა". გამოცემული აქვს წიგნები: "მე ისეთი საცხლი მინდა"....(ლექსების კრებული, 2012), "სიყვარულის ზღაპრები" (ორი ზღაპარი, 2013), "რითაც სული სავსეა" (ლექსთა კრებული, 2017). დაჯილდოებულია ოთხი ორდენით და სამი მედლით, მინიჭებული აქვს I რანგის დიპლომატის წოდება. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.69 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |