The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცალხელი

ოფიციალური სახელი:კირილე გიორგაძე
სხვა სახელი:მ. გიორგაძე  (ფსევდონიმი)
ცალხელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

ლექსებს ბეჭდავდა მეოცე საუკუნის დასაწყისში "ივერიაში", "ახალ დროებაში"; შალვა გოზალიშვილი, წიგნში "ქართული მხატვრული ლიტერატურის ისტორია", წერს: "პოეტ-აკადემიკოსის იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ფსევდონიმი "ცალხელი" ეკუთვნის გიორგაძეს; თუკი ვინ არის ეს გიორგაძე, მის შესახებ ცნობები არ მოგვიპოვებია. ვიცით მხოლოდ, რომ ეს გიორგაძე სინამდვილეში ცალხელა კაცი ყოფილა, რის მიხედვითაც აუღია მას თავისი ფსევდონიმი; მისი ლექსი "დილის ლაჟვარდნო" უნდა იყოს 1903-1905 წლების რევოლუციური მოძრაობით აღფრთოვანებული და იმედმოცემული ადამიანის გზნებით შექმნილი, რომელსაც იმედი ჰქონდა სამართლიანობის გამარჯვებისა, ბოროტ, ხალხის მჩაგვრელ ძალებზე, რუსეთის მეფის ხელისუფლებაზე; მეორე ლექსიც, "მოწოდება", ამავე სულისკვეთებითაა დაწერილი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.364


გააზიარე: