Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1961 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1961-1965 წლებში – ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, 1965 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 1967-1971 წლებში იყო სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის დოქტორანტი, 1975-1978 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და მიმღები საგამოცდო კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე, 1978-1997 წლებში პედიატრიული, სტომატოლოგიური და სან-ჰიგიენური ფაკულტეტების ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე, 1987-1989 წლებში საქართველს ჯანდაცვის სანისტროს მთავარი ქირურგი, 1991-1992 წლებსი თსსუ პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში. სერგო ხუნდაძეს დაწერილი აქვს 150 სამეცნიერო ნაშრომი, მათგან ორი – მონოგრაფია. მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა და დაამუშავა ვაზორენული ჰიპერტენზიის ქირურგიული მკურნალობის მეთოდები და პირველმა შეასრულა კაროტიდული გლომექტომიის ოპერაცია, მუკოვისციდოზის დროს დანერგა შუა ლაპაროტომია სანაღვლე გზების ქირურგიაში. იგი მონაწილეობდა ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნაში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1963); მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1978). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "კანის თავისუფალი ტრანსპლანტანტების სტრუქტურული და ჰისტოქიმიური შესწავლის საკითხები"; სადოქტორო დისერტაციის თემა – "რენოვასკულური ჰიპერტონიის ქირურგიული მკურნალობის უახლოესი და შორეული შედეგები". წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 / ჯ. ქორჩილავა.-თბ., 2010.- გვ.511; ჟურნალი "ავერსი" N187: aversi.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |