The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ღებელი ჯუბა

ღებელი ჯუბა
ოფიციალური სახელი:ჯუმბერ გოგრიჭიანი
დაბადების თარიღი:1967  (58 წლის)
კატეგორია:პოეტი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღები, ონის მუნიციპალიტეტი.

მიიღო სპეციალური სარეჟისორო განათლება და რამდენიმე წელი მუშაობდა საზოგადოებრივ არხზე, მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურული გადაცემის შექმნაში, შემდეგ მუშაობა განაგრძო მწერალთა ეროვნულ აკადემიაში მენეჯერად; პირველი ლექსი – "სამშობლო" – გამოაქვეყნა 1983 წელს ონის რაიონულ გაზეთში – "განთიადი"; არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი: "ლანდების ლხინი", "მშვიდობით, ძვირფასო ლედი", "სიტყვის სასაფლაოზე", "ანბანასხმულები", "შემოაღამდათ პოეტებს გზაში"; ნათარგმნი აქვს პუშკინის, ლერმონტოვის, გუმილიოვის პოეტური ნაწარმოებები.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.324-325

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: