The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის გუგეშაშვილი

ბორის გუგეშაშვილი
Date of birth:1935
Date of death:2010  (at 75 years)
Category:Playwright, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური (მაშინ - რკინიგზის) ინსტიტუტი.

1966 წლიდან დაბრუნდა საქართველოში საცხოვრებლად. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, სიმღერებს. 60-70-იან წლებში მისი რამდენიმე ლექსი გამოქვეყნდა ქართულ პერიოდიკაში, მაგრამ საბჭოთა ცენზურასთან შეურიგებლობის გამო თანდათან შეწყვიტა გამომცემლობებთან თანამშრომლობა და სცენიდან საჯარო კითხვის ფორმატი არჩია. თუმცა მის საჯარო გამოსვლებსაც ხშირად სდევდა ხმაური და ოფიციალური წრეების უკმაყოფილება, რასაც, ძირითადად, მისი სატირულ-იუმორისტული ლექსები და იგავები იწვევდა; არის რამდენიმე მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი, ავტორი-შემსრულებელი სიმღერებისა "ყირამალა დუქანა", "ქვაგახეთქილა", "ოცი შვილი", "მე სიდედრის ჭირუკა" და სხვა, რომლებსაც ახლა სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები ასრულებენ; ლექსების კრებული "შვიდი უღელი გავცვითე" გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ; გამოსაცემად მზადდება მისი რომანი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.100

Bibliography


Share: