The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულეიმან გუმაშვილი

სულეიმან გუმაშვილი
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1944
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 2021  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ჯოყოლოს სასაფლაო, ახმეტის რაიონი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯოყოლო, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა 1999 წელს. 

1963 წელს სწავლის გასაგრძელებლად მისაღები გამოცდები ჩააბარა ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; სტუდენტობის პერიოდში გახდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ჩემპიონი "თავისუფალ ჭიდაობაში" და "სამბოში"; უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჩეჩნეთის სხვადასხვა სკოლებში; 1970 წლიდან მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და მუშაობა დაიწყო მატნის საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1979-1991წწ. იყო სოფელ ომალოს საშუალო სკოლის დირექტორი; 1991-1995წწ. სოფელ ბირკიანის საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა; 1999-2007წწ. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში; 1995 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული "ჩემო ჩეჩნეთო" (ჩეჩნურ ენაზე), 2001 წელს იგივე კრებული გამოიცა ქართულ ენაზე; 2002 წელს გამოიცა მისი მეორე წიგნი (ლექსების კრებული) "ჩემო საქართველო" (ქართულ ენაზე); ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვაინახების ტრადიციების ასახვა ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.102-103; პანკისის სათემო რადიო: radioway.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • ჩეჩნეთის მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: