შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულო ფუტკარაძე-სეჩენიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბობოყვათი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის სამეურნეო სამართლის ფაკულტეტი 2001 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა: სურსათვაჭრობის N117 მაღაზიაში მოლარე-კონტროლიორად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროში (მდივნად), ქალაქ ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილებაში უფროს სპეციალისტად, გაზეთ "აჭარის" კორესპონდენტად; ამჟამად ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის მიწვეული დირექტორია. გამოცემული აქვს წიგნები: "სიყვარულში ჩაფერფლილი წლები" (მონოგრაფია, 2011), "დაბადებიდან გარდაცვალებამდე" (მონოგრაფია, 2016), "ეს ხომ საქართველოა" (მოთხრობების კრებული, 2013), "ქალის დღიური" (მოთხრობების კრებული, 2017), "ბამბის პლანტაციები" (მოთხრობები, რეპრესირებულთა ცხოვრების ამსახველი, 2018), "ჩვენ და ცხოველები" (სასწავლო წიგნი, 2017), "გმირები" (სახანძრო-სამაშველო სამსახურის საიუბილეო 130 წლისთავთან დაკავშირებით, 2019). მიღებული აქვს საპატიო სიგელები: "ცხოველთა დახმარებისა და ქველმოქმედებისათვის" - აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის მიერ, 60 წლის იუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის მიერ - "კავშირში გაწეული მონაწილეობისათვის", "აჭარა-გურიის ცხოველთა საუკეთესო უფლებების დამცველი" - საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მიერ, ბათუმში სომხეთის გენერალური კონსულის ერგიშე სარგსიანის მიერ, აჭარის დამსახურებული მხატვრისა და კომპოზიტორის გრაჩ სეჩენიანის "შემოქმედებით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის", აჭარის სომეხთა კავშირის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით - "აჭარაში სომხურ-ქართული ურთიერთობების ხელშეწყობაში აქტიური მონაწილეობისათვის". წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.76 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |