The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გენრიეტა ქუთათელაძე

გენრიეტა ქუთათელაძე
Date of birth:1943  (82 years)
Category:Writer, Poet, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1968 წელს.

სხვადასხვა პერიოდში, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ პრესაში დაბეჭდილი აქვს 600-მდე სტატია, კორესპონდენცია, ნარკვევი. გამოცემული აქვს ლიტერატურული კრებულები: "მოლოდინი" (ნოველები, 1974), "ალვების შრიალი" (მოთხრობები, 1980), "სამი წითელი მიხაკი" (მოთხრობები, 1982), "მზიანი დღეების სიკეთე" (მოთხრობები, 1984), "აღმოჩენა" (მოთხრობები, 1989), "ფიქრის გორადან" (ლექსები, 1995), "სიკვდილის პირისპირ" (რომანი, 1996), "გვიმრის ყვავილი" (ლექსები, 1998), "მზე მიმწუხრისა" (1999), "აპრილის კვირის ცარგვალი" (ლექსები, 2001), "ერთტომეული" (2003), "SOS, SOS, SOS!" (2008), "ყამარ, გამოიქეც ზღაპრიდან..." (2013), "ხმა ლოტოფაგების ქვეყნიდან" (2016). სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ "აჭარაში" კორესპონდენტად, ხელვაჩაურის რაიონული გაზეთის რედაქტორად, ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" პასუხისმგებელ მდივნად. მიღებული აქვს აჭარის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი; ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოების წარდგინებით "პერსონას"  ბორდმა "პერსონა -2022" -ის ტიტული მიანიჭა.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.80; დამოუკიდებელი გაზეთი "ალიონი": alion.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • ღირსების მედალი

Bibliography


Share: