Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ციალა გულედანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის პროფტექნიკუი სასწავლებელი; ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, ბიბლიოთეკარმცოდნეობის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისში პირველი მაისის სახელობის რაიონის იურდიულ კონსულტაციაში ადვოკატად, შემდეგ იგი დაბრუნდა თავის მშობლიურ მესტიის რაიონში და მუშაობა დაიწყო მესტიის მილიციის რაიონულ განყოფილებაში ჯერ გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად და შემდეგ მილიციის უფროსის მოადგილედ პოლიტაღმზრდელობით დარგში. 1992 წელს მესტიის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩიეს მესტიის რაიონის პრეფექტის თანამდებობაზე. 1993 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ზონის გამომძიებლის თანამდებობაზე, შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონში ადვოკატად. ვიცე პოლკოვნიკი, ხალხთა მეგობრობის კავალერი, ომის ვეტერანი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.149 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |