The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ღლონტი

სოფიო ღლონტი
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 2004 წელს; ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 2006 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქალაქ თბილისის პანტომიმის თეატრში, ქალაქ რუსთავის საბავშვო თეატრის მსახიობად, გამომცემლობა "ქართული ელიტას" ჟურნალისტად, ტელევიზია "ნტვ" საავტორო გადაცემის ("ანი და ჰოე") წამყვანად, ბავშვთა გასართობ ცენტრში - ანიმატორად. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "ზამთარგამოვლილი ბაღი" (2012), "გოლგოთას ღამე" (2019).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.84; ჟურნალ "აფინაჟი": apinazhi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2012-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: