Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ნამორაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა თბილისის სემინარიაში, 1907 წლიდან კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სემინარიიდან და უნივერსიტეტიდანაც გარიცხული იყო სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. მისი ლექსები და კორესპონდენციები უკრაინული კულტურის შესახებ იბეჭდებოდა იმდროინდელ ქართულ პრესაში. 1917 წლის იანვარში კიევში დააპატიმრეს ომის საწინააღმდეგო აგიტაციის გამო, მაგრამ გათავისუფლდა თებერვლის რევოლუციის შემდეგ. ერთხანს კიევის 1-ლი სარეზერვო კომუნისტური პოლკის სამედიცინო ნაწილის უფროსი ექიმი იყო. 1924 წლიდან ხარკივში მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობის ლიტერატურულ რედაქტორად. 1936-1945წწ. იდევნებოდა: რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, შემდეგ გადასახლებული. გათავისუფლების შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა. მუშაობდა მასწავლებლად სოფ. სართიჭალაში. 1956 წელს რეაბილიტირებული იქნა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ-უკრაინულ ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში. თარგმნიდა უკრაინული ლიტერატურის ნიმუშებს ქართულად და პირიქით, ხელმძღვანელობდა ქართულ-უკრაინული ლექსიკონის შედგენას (ხელნაწერი დაკარგულია), უკრაინულ გამოცემებში აქვეყნებდა წერილებს და სტატიებს საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ, პოეტ მიკოლა ბაჟანს დაეხმარა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უკრაინულად თარგმნაში. მისი ლექსები იბეჭდებოდა ათიანი წლების გაზეთებში, ხოლო კორესპონდენციები იბეჭდებოდა "ივერიაში". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.109; საქართველოს პროსოფოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |