The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა დადიანიძე

ვაჟა დადიანიძე
Date of birth:9 December, 1934
Date of death:7 July, 2002  (at 67 years)
Category:Playwright, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1958 წელს.

მუშაობდა გორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, მწერალთა კავშირის გორის განყოფილებაში – ლიტერატურულ კონსულტანტად; იყო გორში გამოცემული ალმანახების და მწერალთა კავშირის შიდა ქართლის სამხარეო განყოფილების ჟურნალ "ქართლის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალების "სილაში ვარდი" და "შამათის" რამდენიმე ნომერი; თაობებმა იცოდნენ მისი ლექსები: "დედას", "ფორტეპიანოს აჟღერებდა ეკატერინა", "ტობი საქსს", "საქართველო ვისია"... ; გამოსცა წიგნები: "ლიტვური პოეზიის მცირე ანთოლოგია" და ტრიოლეტების კრებული "ნათლის ყვავილები". საჭადრაკო კომპოზიტორი. მისი ინიციატივით გამოიცა პირველი ჟურნალი საჭადრაკო კომპოზიციაში ქართულ ენაზე - "შამათი".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.112

Bibliography


Share: