Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნონა დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ეკი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი. 1965 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე. წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას; იყო ზუგდიდის მწერალთა კავშირის პოეზიის განყოფილების გამგე, ზუგდიდის სახელმწიფო ტელევიზიის მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების საქალაქო განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი; 1999 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ხელოვნებისა და კულტურის დაცვა-განვითარების ასოციაცია "ოქროს საწმისი"; ექვსი წიგნის ავტორია, პოეტური კრებულების გარდა მას ეკუთვნის ნაშრომები ხელოვნების საკითხებზე, მათ შორის წიგნი-კატალოგი "მე ვცოცხლობ ჩემივე სიკვდილით", რომელშიც 12 ნარკვევია შესული. იგეგმება მისი ლექსების ერთტომეულის გამოცემა; 2015 წელს მას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საზოგადო მოღვაწის წოდება. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.112; m.facebook.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |