შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანატოლი დიაკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სტანიცა მარინსკაია, სტავროპოლის მხარე, რუსეთის ფედერაცია. დაამთავრა ჩრდილო კავკასიის სამეცნიერო სასწავლო მეტალურგიული ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1960წწ. ბაშკირეთის გოგირდ-სპილენძის კომბინატის მთავარი ენერგეტიკოსი; 1960-1964წწ. "სტავროპოლენერგოს" სარელეო დაცვის და ავტომატიკის ცენტრალური სამსახურის უფროსი ინჟინერი; 1964-1971წწ. კავმინწყლების ელექტრო-სარელეოსაწარმოს მთავარი ინჟინერი; 1971-1977წწ. "სტავროპოლენერგოს" მთავარი ინჟინერი; 1977-1980წწ. საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ქსელების ექსპლუატაციის სახელმწიფო ინსპექციის მთავარი ინჟინერი; 1980-1985წწ. ციმბირის, შუა აზიის, ყაზახეთის "მთავარაღმოსავლეთენერგოს" უფროსი; 1985-1992წწ. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მინისტრის მოადგილე, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკისა და სათბობის პირველი მინისტრი; 1992-2002წწ. სააქციო საზოგადოება "რუსეთის ერთიანი ენერგეტიკული ენერგოსისტემა", პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების საქმეში, მისი უშუალო ინიციატივით და მითითებით საქართველოს ენერგოსისტემაში მრავალი ენერგეტიკული პროექტი იქნა განხორციელებული. მიღებული აქვს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო ჯილდო. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 105-106 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |