შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რიგა. დაამთავრა თბილისის კავშირგამბულობის ელტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1937 წელს. მუშაობდა საქართველოს ენერგიტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1951-1956წწ. "ვიესხ"-ის თბილისის ფილიალი, ლაბორატორიის გამგე; 1956-1987წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობაში ელ. ენერგიის სპეცსახსრების გამოყენების განყოფილების გამგე; 1951-1968წწ. იყო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების საკავშირო მაკორდინირებელი კომიტეტის წევრი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობით 11 ასპირანტმა და მაძიებელმა დაიცვა დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 60 სამეცნიერო ნაშრომი. არის 17 გამოგონების ავტრორი. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1951). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 108-109; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 34-35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |