The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ ჩოხარაძე

მალხაზ ჩოხარაძე
Date of birth:12 November, 1964  (59 years)
Category:Literary scholar, Scientist, Writer, Publicist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ხელვაჩაური.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1989 წელს; ხოლო 1992 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (სპეციალობა - უახლესი ქართული ლიტერატურა) 1992. 

1992 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სხვადასხვა დროს იყო: მასწავლებელი, დოცენტი, ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი, პრორექტორი ჰუმანიტარული მუშაობის დარგში. ამჟამად არის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიისა ცენტრის კოორდინატორის მოადგილე, ბსუ - ს უწყვეტი განათლების ცენტრის კოორდინატორი. მალხაზ ჩოხარაძე არის ოთხმოცამდე ნაშრომის ავტორი. მათ შორისაა რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქართული სიტყვაკაზმულობა. შესაბამისად, არაერთი მისი ნაშრომი ეხება მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს, ლიტერატურის ისტორიასა და თეორიას, მაგალითად: "ეროვნული და ზნეობრივი პრობლემები ნიკო ლორთქიფანიძის "ჟამთა სიავეში", "გრიგოლ რობაქიძე, იოსებ გრიშაშვილი და ქართული სონეტის პრობლემა", "ბათუმში მოღვაწე პოეტები სოცილისტური რეალიზმის ეპოქაში", "მხატვრული ტექსტის ანალიზის საფუძვლები" და სხვ. გამოქვეყნებული აქვს ლექსები და მოთხრობები; არის არაერთი სამეცნიერო- ლიტერატურული ნაშრომის სარედაქციო კოლეგიის წევრი, რედაქტორი და რეცენზენტი. 

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.92

Member of Organizations

  • ჟურნალ "ჭოროხის" სარედაქციო კოლეგია, წევრი

Bibliography


Share: