The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუარსაბ ქავთარაძე

ლუარსაბ ქავთარაძე
დაბადების თარიღი:1919
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 1984  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მეხუთე კურსის სტუდენტი მოქმედ არმიაში ექიმ-ორდინატორად გაიწვიეს, დივიზია ახალციხეში იდგა, ხოლო 1943 წელს ლუარსაბ ქავთარაძის დივიზია უკვე ქერჩში იბრძოდა. ომის დასასრულს ლუარსაბი ქალაქ გორკში ცენტრალური ფრონტის მესამე კორპუსის ლაზარეთის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, იაპონიის წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო ოპერაციების გამო შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანეს და საქართველოში 1946 წლამდე ვერ დაბრუნდა. 1947 წელს ლუარსაბმა სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და სურამის სანატორიუმის თერაპიული განყოფილების გამგის თანამდებობა დაიკავა. ორიოდე წელიწადში სურამიდან გაგრის სანატორიუმ "ჩელუსკინელების" მთავარ ექიმად გადაიყვანეს, მერე კი ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმის მთავარ ექიმად. 1954 წლიდან ექვსი წლის განმავლობაში მეოთხე სამმრთველოს უფროსად მუშაობდა. 1960 წელს ლუარსაბ ქავთარაძე რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა. შვიდი წლის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ლუარსაბ ქავთარაძე - დაუღლელი ხელმძღვანელი / მარი აშუღაშვილი // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი. თბილისი, 2019. N 8 (169). გვ. 62-64 (aversi.ge); სტეთოსკოპით და ხელყუმბარით : სამამულო ომის მონაწილე ექიმი ლუარსაბ ქავთარაძე / კ. გვალია // ახალგაზრდა კომუნისტი. - თბილისი, 1965. - 24 აპრილი


გააზიარე: