The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე დობროვოლსკი

კონსტანტინე დობროვოლსკი
Date of birth:1904
Date of death:1944  (at 40 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პოკროვსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კლასიფიკაციით 1925 წელს. 

1925-1930წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კათედრაზე, სადაც მიანიჭეს პროფესორის სამეცნიერო წოდება; 1930 წელს იყო ამიერკავკასიის საინჟინრო-მელიორაციული ინსტიტუტის გრუნტებისა და ფუძე-საძირკვლების კათედრის გამგე და ამიერკავკასიის ნაგებობათა ინსტიტუტის გრუნტებისა და ფუძე-საძირკვლების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1927-1938წწ. კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში გრუნტების მექანიკის დარგში. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების გრუნტებისა და ფუძე-საძირკვლების გმოკვლევაში. შეისწავლა ხრამჰეს 1-ის, სოხუმჰესის, ფარავანჰესის, რიწეულჰესის, რიონჰესის, აჭარისწყალჰესის, ძორაჰესის, კანაკერჰესის გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. გამოაქვეყნა მეთოდური მითითებები, ნარკვევები, სტატიები, ნორმატიული დოკუმენტები, სამეცნიერო-ტექნიკური ანგარიშები. მოამზადა მეცნიერ-მუშაკების მთელი პლეადა. პროფესორი (1930).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 109


Share: