Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან ლაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ხუთი წელი ქუთაისის ავტოქარხნის მედსანნაწილისა და მეოთხე საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი თერაპევტი იყო. 1966 წელს თბილისში გადავიდა, თსსუ-ს კლინიკურ ორდინატურაში, სერგო კობალაძისა და გურამ გურგენიძის ხელმძღვანელობით გაიარა ჰოსპიტალური თერაპიისა და ალერგოლოგიის კურსი. ორდინატურის დამთავრების შემდეგ რომან ლაბაძე აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ახალდაარსებული ალერგოლოგიური ლაბორატორიის გამგედ დანიშნეს. რამდენიმე წლის შემდეგ ამავე საავადმყოფოს ალერგოლოგიური განყოფილების ექიმი ორდინატორი გახდა, აქვე მუშაობდა გარდაცვალებამდე, 2009 წლამდე. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პოლინოზის შესახებ, 2006 წელს კი მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი შინაგანი მედიცინისა და კლინიკური ალერგოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, ასევე საინტერესო ნაშრომები ჰემორაგიებზე. ხშირად აქვეყნებდა საინტერესო სტატიებს მედიცინის აქტუალურ საკითხებზე არა მარტო სამედიცინო ჟურნალებში, არამედ პოპულარულ პერიოდულ გამოცემებშიც: "თბილისში", "სოფლის ცხოვრებაში". ბევრი დაავადება საქართველოში პირველად მან აღწერა, მათ შორის – რეიტერის დაავადება, აიერზა-არილაგას სინდრომი (შავი ციანოზი), ბუშკეს სინდრომი, ჰემორაგიული კაპილარიტები – იშვიათი ფორმის კაპილარული ტოქსიკოზები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. კლინიცისტ-ალერგოლოგი. წყარო: ჟურნალი "ავერსი" №162: aversi.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |