Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი რამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით – ასტრონომია 1988 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტურა - 1992 წელს. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა შემდეგ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან: მალაგის უნივერსიტეტი (ესპანეთი, 1998-2001), მოსკოვის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტი (რუსეთი, 1998-2001), შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია (აზერბაიჯანი, 2001-2009), ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი, 2001-2009), ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია, 2010-2015), გრაცის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი (ავსტრია, 2010-2015). სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების სფეროები: ასტრონომია; მზის ფიზიკა; კავშირი ასტრონომიულ მოვლენებსა და მიწისძვრებს შორის; კავშირი ასტრონომიულ და ისტორიულ მოვლენებს შორის; კავშირი ასტრონომიულ მოვლენებსა და ზოგიერთი დაავადების გამწვავებას შორის. არის ათობით სამეცნიერო პუბლიკაციისა და რამდენიმე სალექციო კურსის ავტორი, ასევე - თანაავტორი მონოგრაფიისა "მიწისძვრის წინამორბედები და მაინიციირებელი ფაქტორები". 2014 წლიდან - უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ასტრონომიის მიმართულებით. დისერტაციის თემა - "შესაძლო კავშირები ასტრონომიულ მოვლენებსა და მიწისძვრებს შორის", დაიცვა 2005 წელს. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო თავისუფლების პროექტი / პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე .-თბ., 2018. -გვ.78; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |