Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ცეცხლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დარჩიძეები, შუახევის რაიონი. 1965 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობით 1965 წელს; ბაქოს პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა: 1958-1966წწ. შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეების რვაწლიანი სკოლის დაწყებითი კლასებისა და ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1966-1969წწ. საქართველოს ალკკ შუახევის რაიონული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ და მეორე მდივნად; 1969-1970წწ. შუახევის რაიონული რადიოგადაცემების კორესპონდენტ - ორგანიზატორად და გაზეთ "დროშის" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1971-1981წწ. საქართველოს კპ შუახევის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1981-1998წწ. სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირების შუახევის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარედ; 1999-2006წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დაგეგმარებისა და საორგანიზაციო - მეთოდური მუშაობის განყოფილების გამგედ; ავტორია წიგნებისა: "შუბანი და შუბანელები" (მონოგრაფია, 2007), "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქების, ქუჩების ძველი და ახალი სახელწოდებები" (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, 2008), "უკდავი გმირობის თანაზიარი" - ტექსტილის გმირის, შოთა ფუტკარაძის ცხოვრების ისტორია (2008), "ხალხური თვითმოქმედების მოამაგენი" (2011), "რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები" (1921-1937 წლების რეპრესიების შესახებ, 2011), "რა ტკბილად ჟღერს ჩემი ჩანგი" (ბინალი ფუტკარაძის შესახებ, 2012), "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნომენკლატურულ პირთა შესახებ" (2013), "ბედისწერა" (რომანი, 2014), "ძმა ძმისთვისაო" (წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა აჭარაში, 2015), "შუბანი და შუბანელები" (ახალი, შევსებული გამოცემა, 2019). შოთა ცეცხლაძე მარეთის ხეობის საპატიო მოქალაქეა. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.96 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |