The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გულბანი

დაბადების თარიღი:1937  (88 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუკული, ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ამბროლაურის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, ეკონომიკური ფაკულტეტი, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1972 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს პოლიტექნიკურ უნივესიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე. სხვადასხვა დროს იყო ამ უნივერსიტეტში ელეტროტექნიკისა და ელექტრო მექანიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. იგი პოლიტიკური ორგანიზაცია "ლემის" ერთ-ერთი დამაარსებელია, სადაც პოლიტიკური მდივნის ფუნქციას ასრულებს. 1988 წელს მივლინებით იმყოფებოდა პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო თემის დამუშავებაში, რომელიც ძირითადად მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ფილოსოფიურ პრობლემებს ეხებოდა. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სვანეთში ქრისტიანობის და მართლმადიდებლური კულტურის საკითხებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.159


გააზიარე: