Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ აფხაზავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები. 2000 წლიდან მუშაობდა ფონდში "ღია საზოგადოება - საქართველო" განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მართვის გაუმჯობესების პროგრამაში; 2002 წლიდან ხელმძღვანელობდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ზოგადი განათლების პროგრამებს; 2013 წლიდან - ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. განხორციელებული აქვს არაერთი კვლევა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის, კერძო რეპეტიტორობის ფენომენისა და სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 2014 წლიდან მუშაობს კოალიციაში - "განათლება ყველასათვის - საქართველო" - ჯერ გამგეობის თავმჯდომარედ, შემდეგ პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცრად. პარალელურად ეწევა საკონსულტაციო მუშაობას განათლების სისტემაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ძირითადად, სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის მაგისტრი და დოქტორის ხარისხის მაძიებელი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი : რადიო "თავისუფლების" პროექტი / პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.83
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |