The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით აფრასიძე

დავით აფრასიძე
Date of birth:15 June, 1976  (48 years)
Category:Scientist, Translator, Educator, Political Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1998 წელს.

დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ჰამბურგის უნივერსიტეტში 2003 წელს. სხვადასხვა დროს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანი. საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდა, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასევე აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. არის კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს კონსულტანტი. 2009-2010წწ. იყო ფულბრაიტის სტიპენდიანტი დიუკის უნივერსიტეტში (ჩრდ. კაროლინა, აშშ). 2000-2004წწ. - ჰამბურგის უნივერსიტეტთან არსებული მშვიდობის კვლევებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია, დემოკრატიზაცია, პოლიტიკური ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა. პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი : რადიო "თავისუფლების" პროექტი / პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.91; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Bibliography


Share: