The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიკა ბასილაია-შავგულიძე

ლიკა ბასილაია-შავგულიძე
Date of birth:10 October, 1966  (58 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1988 წელს; ინგლისური ენის სკოლა ევროცენტრი, ლონდონი, ვიქტორია – 1994 წელს. გავლილი აქვს რამდენიმე მედიაპროგრამა ინგლისში, იტალიასა და შეერთებულ შტატებში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ მედიაგამოცემებში: "რეზონანსი", "ახალი ვერსია" და სხვა; 1996-1998წწ. - ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მედიაპროგრამების პროექტების საბჭოს წევრი, გაზეთ "ახალი ვერსიის" რედაქტორი, ავტორი და პროდიუსერი გადაცემისა "რატომ ვირჩევთ ევროპას"; 2000-2002წწ. - "რუსთავი 2"-ის გადაცემა "60 წუთი"; 2011-2012წწ. - "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", მედიის გაძლიერების პროგრამა, მედიის ანალიტიკოსი; GIPA-ს ლექტორი; არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრისა და მისი ვებპორტალის - eugeorgia.info-ს დამფუძნებელი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი : რადიო "თავისუფლების" პროექტი / პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.100


Share: