შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარი დუნდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1952 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა თბილისის ჩარხმშნებელ ქარხანაში: 1952-1954წწ. საწარმოო განყოფილებაში წარმოების დისპეჩერად; 1954-1955წწ. სპეციალური ჩარხების დამამზადებელი საამქროს უფროსი ოსტატი, უბნის უფროსი; 1955-1957წწ. უფროსი ტექნოლოგი; 1957 წლიდან მუშაობს "საქენერგოს" სისტემაში: 1957-1964წწ. "საქენერგოს" ცენტრალურ სარემონტო ქარხანაში საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1964-1980წწ. "საქენერგოს" მთავარი ინჟინერი; 1980-1997წწ. დირექტორი; 1997-199წწ. სააქციო საზოგადოება "საქენერგორემონტი"- ცენტრალური სარემონტო ქარხნის დირექტორი; 1999-2002წწ. ამავე სააქციო საზოგადოების მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარე; 2002 წლიდან მეთვალყურეთა საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით, არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, მცირე გაბარიტიანი ჰიდროტურბინის ორიგინალური კონსტრუქციის ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 111-112 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |