The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ელიავა

ლევან ელიავა
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:2004  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1934 წელს.

1934 წელს მუშაობა დაიწყო "თბილჰიდროპროექტში". მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მნიშვნელოვანი სამუშაოები ხრამჰეს II, დარიალჰესში, ლაჯანურჰესში, ვარციხეჰესში, ჟინვალჰესში და სხვ. სამამულო ომის წლებში მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში, შემდგომ აგრძელებს მუშაობას "თბილჰიდროპროექტში". გამოცდილი ჰიდროტექნიკოსი სხვადასხვა წლებში ტექნიკური დახმარების გასაწევად მივლინებული იყო უნგრეთის რესპუბლიკაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ავღანეთში; 1973 წელს დაინიშნა ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილის თანამდებობაზე. ხანგრძლივი და ნაყოფირი მუშაობისთვის მიღებული აქვს ჯილდოები. დაჯილდოებული იყო საქართველოს და სსრკ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.115

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: